მარნეული

მთავარი არხი: სუს-ის მაღალჩინოსანმა მეზობელს კუსტარულად დაყენებული გამათბობლის გამო სცემა

მთავარი არხის ინფორმაციით, სუს-ის მაღალჩინოსანმა, ელდარ ეგრისელაშვილმა, მეზობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა მარნეულში მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი გახდა.

მთავარი არხის ცნობით, ელდარ ეგრისელაშვილმა მეზობლის კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა, რის შედეგადაც მეზობლის სახლში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, CO რამდენიმე საათის განმავლობაში გროვდებოდა.

"მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ სახლში გაზის სუნიაო. მივედი, გამათბობლის მილი, რომელიც სადარბაზოზე გადის, მეზობლმა დააზიანა. ჩვენს მეზობელს, რომლესაც მაღალი თანამდებობა აქვს, ვუთხარი, თუ რატომ გააკეთე ეს-მეთქი. დროულად რომ არ გაგვეგო, ბავშვები გაიგუდებოდნენ. ამის გამო ელდარმა და თორნიკებ ჩხუბი დაიწყეს, ჯერ ჩემი სიმამრი სცემეს, მერე მე. შეგვაგინეს და მიგვაფურთხეს კიდეც. ჩემს სიმამრს სახეში სილაც გაარტყეს და წიხლები ურტყეს. ელდარი დამემუქრა, რომ აქ ცხოვრებას ვერ შევძლებდი. აშკარად ნასვამები იყვნენ", - [მთავარი არხის თარგმანი], ამბბობს დაზარალებული მთავარ არხთან საუბარში.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში მომდარ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

კომენტარები