საარჩევნო რეფორმა

არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემას მხარს 65% უჭერს - ფორმულას და Ipsos-ის კვლევა

ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე უჭერენ თუ არა მხარს არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გამოკითხულთა 65%-მა დადებითი პასუხი გასცა, 10%-მა უარყოფითი, ხოლო 25%-მა თქვა, რომ არ იცის.

კითხვაზე მიიღებენ თუ არა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუ ის სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა 71% ამბობს, რომ ნამდვილად მიიღებს, 10% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს, 3% ამბობს, რომ ალბათ არ მიიღებს მონაწილეობას, 4% ამბობს, რომ ნამდვილად არ მიიღებს მონაწილეობას, 10% ამბობს, რომ არ იცის.

ამავე კითხვაზე, თუმცა არსებული, შერეული სისტემით ჩატარების შემთხვევაში 52% ამბობს, რომ ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას, 11% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 9% ამბობს, რომ ალბათ, არ მიიღებს მონაწილეობას, 14% ამბობს, რომ ნამდვილად არ მიიღებს მონაწილეობას, 12%-მა არ იცის, ხოლოდ 2% პასუხზე უარს ამბობს.

კითხვაზე სმენიათ თუ არა მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნის თაობაზე 80% ამბობს, რომ კი, 16% ამბობს არას, ხოლო 4% ამბობს რომ არ იცის.

კითხვაზე მხარს უჭერენ თუ არა ამ მოთხოვნას 60% ამბობს რომ მხარს უჭერს, 23% ამბობს, რომ არ უჭერს, ხოლო 17% ამბობს რომ არ იცის.

კითხვაზე სმენიათ თუ არა მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების გერმანული სისტემით დანიშვნის თაობაზე პასუხი ასეთია - 56% - კი, 33% - არა, 11% - არ ვიცი.

ამ მოთხოვნას მხარს უჭერს გამოკითხულთა 31%, წინააღმდეგია 29%, ხოლო 40%-ს პასუხი არ აქვს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნაზე კი გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ სმენია, 15% ამბობს, რომ არ სმენია, ხოლო 5% ამბობს რომ არ იცის.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნას იზიარებს გამოკითხულთა 41%, არ ეთანხმება 37%, არ იცის 22%-მა.

კითხვაზე სმენიათ თუ არა მოთხოვნა ტექნიკური მთავრობის დანიშვნის თაობაზე, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს პასუხი ასეთია - 61% - კი, 32% - არა, 7% - არ ვიცი.

მოთხოვნას მხარს უჭერს 46%, 29% ამბობს, რომ არ იზიარებს, ხოლო 25%-ს პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, მათი აზრით, აქვს თუ არა შანსი ქართულ ოცნებას მოიპოვოს უმრავლესობა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში, თუ ის არსებული შერეული სისტემით ჩატარდება 40% ამბობს, რომ კი, 34% ამბობს რომ არა, ხოლო 26%-მა არ იცის.

იითხვაზე, მათი აზრით, აქვს თუ არა შანსი ქართულ ოცნებას მოიპოვოს უმრავლესობა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში, თუ ის პროპორციული სისტემით ჩატარდება 31% ამბობს, რომ კი, 41% ამბობს რომ არა, ხოლო 28%-მა არ იცის.

როგორც გიორგი თარგამაძემ საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ კვლევის ცდომილება 5%-მდეა. მან გამოაცხადა, რომ მსგავსი კვლევები პერიოდულად ჩატარდება და მას საზოგადოებას ფორმულს ეთერში გააცნობენ.

კომენტარები