სინოდის სხდომა

მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ხელით შეეხო

პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომაზე იგი ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველს, მეუფე პეტრე ცაავას ხელით შეეხო. ამის შესახებ მეუფე იაკობმა "იმედის კვირისთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"რა ფორმითაც გამოვიდა [სინოდის სხდომიდან] რომ ვესწრებოდი ამიტომაც გამოვიდა ამ ფორმით. ხომ ნახეთ, რა ფორმითაც იყო გამოსული. მე მომიწია ხელით შეხება მაგაზე. იწევდა უწმინდესისკენ და რომ იწევდა არავის არ ვაპატიებ. პეტრეს კი არა მთელი ჯარი რომ შემოვიდეს, სანამ პირში სული მიდგას, ჯვარი ჩამოწყდა. დატოვა დედა ღვთისმშობელმა. სულიერების არაფერი დარჩა და გაგიჟებულია როცაა კაცი, გიხდება ფიზიკურად შეხება", - ამბობს მეუფე იაკობი.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.

კომენტარები