პროპორციული სისტემა

"ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე" - ქართულ ოცნებაში უმრავლესობის სხდომა დაიწყო

ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. დეპუტატების თქმით, სხდომაზე ისაუბრებენ "ყველა მნიშვნელოვან საკითხზე".

სამგორის მაჟორიტარის შოთა ხაბარელის თქმით, სხდომაზე პლებიცისტთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. 

"იქნება მსჯელობა" - ამბობს დეპუტატი.

რაც შეეხება მაჟორიტართა ნაწილის ინიციატივას, შოთა ხაბარელის თქმით, "სრულად მაჟორიტარული სისტემა დღის წესრიგში დღეისთვის არ დგას, ვფიქრობ, სხდომაზე იქნება მსჯელობა".

ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის თქმითაც, სხდომაზე "ყველა საკითხს" განიხილავენ,

"მათ შორის, შესაძლებელია, ამ პლებისციტის საკითხიც იყოს განხილული. რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, უმრავლესობის სხდომის შემდეგ მოგახსენებთ" - თქვა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გუშინ იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდეს. დიმიტრი ხუნდაძე, მერაბ ქვარაია და ირაკლი შიოლაშვილი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ამბობდნენ, რომ "პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა“, თუმცა "ჯენტლმენურად" შეთანხდნენ, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ. მათი თქმით, საკითხი კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ უმრავლესობის სხდომაზე, რის შემდეგაც, ერთიან პოზიციას იტყვიან. 

მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში ხალხმრავალი აქციები დაიწყო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ე.წ გერმანული მოდელით.

პარალელურად, "ამბოხებული მაჟორიტარები" სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესძლებლებლობაზე ალაპარაკდნენ და ამისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვება დააანონსეს. ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიმართა, პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე გადასასვლელად მოსახლეობაში პლებისციტი ჩაატაროს. TV პირველის ინფორმაციით, სწორედ ამ ორ თემაზე შეთანხმდნენ გუშინ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილთან.

კომენტარები