დუეინ ჯონსონი და დენი დევიტო

დუეინ ჯონსონი და დენი დევიტო უცხო წყვილის ქორწილში შეიჭრნენ და იმღერეს

Film

დუეინ ჯონსონი და დენი დევიტო მექსიკაში, "ჯუმანჯის" გადაღებების შემდეგ ისვენებდნენ, როდესაც გადაწყვიტეს, სრულიად უცხო ადამიანის ქორწილში შეჭრა და განსაკუთრებული სიმღერის შესრულება. 

"არასდროს წარმომედგინა, რომ ვინმეს ქორწილში დაუპატიჟებელი სტუმარი ვიქნებოდი" წერს ჯონსონი საკუთარ ინსტაგრამზე. "ერთად ვტკბებოდით დაისით და ტეკილას ვწრუპავდით, როდესაც ეს იდეა მოგვივიდა. სხვის ქორწილში შევჭრილიყავით. აგვეღო მიკროფონი. განსაკუთრებული სიმღერა გვემღერა და "ადიოსი" გვეთქვა."

კომენტარები