აქცია-პერფორმანსი

ივანიშვილი და საკანში დაბმული ზებრა - რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გაიმართა

მთავარი

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე საკანი მიიტანეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის სურათი იყო გაკრული. საკანში სათამაშო ზებრა მოათავსეს რომელიც კიდეს ჯაჭვით მიაბეს. 

მათი თქმით, ყველამ კარგად იცის ქვეყანაში ზებრები გამომწყვდეული ვის ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ თუ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება, ბიძინა ივანიშვილიც ზებრის მსგავსად საკანში აღმოჩნდება. 

აქტივისტები დღეს დაგეგმილ მსვლელობას შეუერთდებიან. ისინი სხვებსაც პროტესტისკენ მოუწოდებენ. 

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ. 

კომენტარები