ევროპული საქართველო

ევსაქების წევრი: საპატრულომ ჩვენი მანქანა გაიტაცა, სადაც აქციისთვის საჭირო ნივთები გვქონდა

ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრის, თამარ კაკაბაძის, თქმით, საპატრულო პოლიციამ პარტიის მანქანა გაიტაცა, სადაც აქციისთვის საჭირო ნივთები იდო. 

"მანქანაში მყოფი ადამიანების მობილურები გათიშულია,"- წერს კაკაბაძე. 

ტაბულა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმებს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

25 ნოემბერს 19:00 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია და პიკეტია დაგეგმილი, რომლის ერთერთი ორგანიზატორიც, სხვა პარტიებთან და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, ევროპული საქართველოცაა.

კომენტარები