ევროპული საქართველო

ევსაქების 2 წევრი "პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობისთვის" დააკავეს, მანქანა საჯარიმოზეა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროპული საქართველოს ორი წევრი, რომელიც დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზებაში იყო ჩართული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც "პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას" გულისხმობს. 

შსს-ში ტაბულას ასევე უთხრეს, რომ ავტომობილი, რომელშიც დაკავებულები ისხდნენ, საჯარიმოზეა გადაყვანილი. 

ევროპული საქართველოს ცნობით, მანქანაში დღევანდელი აქციისთვის საჭირო ნივთები ჰქონდათ, როგორიცაა შეშა და კარვები. 

დეპუტატი ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მისცენ პოლიციელებს უკანონო დავალებები და რომ ასეთი "პრიმიტული მეთოდებით" აქციის ჩაშლას ვერ შეძლებენ. 

აქცია დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთანაა დაგეგმილი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები