წმინდა ბიძინას ხატები

"წმინდა ბიძინას ხატები" - საპროტესტო მსვლელობა ივანიშვილის სასახლისკენ

გირჩი

აქტივისტები "წმინდა ბიძინას ხატებით" ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობით მიემართებიან.

მსვლელობის იდეა "გირჩს" ეკუთვნის.

ისინი გეგმავენ, ივანიშვილის სასახლესთან „ვხედავ მეცხვარეს“ იმღერონ.

"ხალხს [ქართული ოცნების დეპუტატებს] იმდენად გაღმერთებული ყავს ბიძინა, ნაწილს, რომლებსაც არ უნდა გაუშვათ ბიძინა და ისეთ კომენტარებს აკეთებენ, რომელიც სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება".

მსვლელობის შემდეგ დემონსტრანტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას და პიკეტს შეუერთდებიან.

მოქალაქეები და ოპოზიცია დღესაც გეგმავენ პარლამენტის შესასვლელების დაბლოკვას, რათა ხვალ, 26 ნოემბერს, პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალონ.

კომენტარები