ირაკლი კობახიძე

კობახიძე "წმინდა ბიძინაზე": ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს

"ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!", - 

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გირჩის აქცია-პერფორმანსს. 

დემონსტრანტებმა ივანიშვილის ფოტოშოფით შექმნილი ე.წ ხატებით ჯერ მსვლელობა გამართეს მის ბიზნეს ცენტრამდე, შემდეგ კი "ვხედავ მეცხვარეს" იმღერეს. 

პერფორმანსის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო დემონსტრაცია მიმდინარეობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნით. 

დემონსტრანტები პარლამენტის შენობის ბლოკირებასაც გეგმავენ. 

კომენტარები