დაკავება ქართული ოცნების ოფისთან

ქართული ოცნების ოფისთან დაკავებულ 3 დემონსტრანტს 2-2 დღით პატიმრობა შეუფარდეს

IPN

მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრს, ნიკა ფარულავას, ბექა პაპაშვილს და ოთარ შენგელიას მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა 2-2 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ისინი პოლიციამ 21 ნოემბერს, ქართული ოცნების ოფისთან დააკავა,

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეომტკიცებულებები წარმოადგინეს.

მათი მტკიცებით, აქციის მონაწილეებს თავისუფალი აზრის გამოხატვას არავინ უზღუდავდა, უბრალოდ, მათივე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაკავების ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ.

მათივე თქმით, დაკავებულები აქციაზე იგინებოდნენ.

დაკავებულების ადვოკატის თქმით კი, პოლიტიკური მესიჯები "მონა, ყმა და ვეზირი" უწმაწური სიტყვები არ არის.

კომენტარები