პარლამენტის პიკეტირება

პოლიცია აქცია-პიკეტის მონაწილეებს ცეცხლის დასანთები კასრები წაართვა

ევროპული საქართველოს წევრები ცდილობენ, პარლამენტის შენობასთან კასრები მიიტანონ, რათა აქ ღამით ცეცხლის დანთება შეძლონ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

შსს-ის თანამშრომლის თქმით, ვინაიდან კასრი პიკეტირებისთვის გამოიყენება, პრევენციის მიზნით, კასრები უნდა წაიღონ.

პიკეტირება ევროპულმა საქართველომ რამდენიმე საათის წინ დაიწყო. მათ სურთ, პარლამენტის შესასვლელები ჩაკეტონ, რათა ხვალ, 26 ნოემბერს, დეპუტატებს პარლამენტში მუშაობის საშუალება არ მისცენ.

კასრების გარდა, პოლიციელებმა ევროპულ საქართველოს, ასევე ნაციონალურ მოძრაობას წაართვა მანქანები, რომლებზეც შეშა, კასრები და აქციისთვის საჭირო სხვა რეკვიზიტები ეწყო.

კომენტარები