სალომე ზურაბიშვილი სალობიეში

სალომე ზურაბიშვილი სალობე ბიაში ვახშმობს, რესტორანთან აქტივისტებიც მივიდნენ

სალომე ზურაბიშვილი სალობე ბიაში ვახშმობს

ინფორმაცია და ფოტო ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

სალობიეში იმყოფებიან პრეზიდენტის დაცვის წევრები.

ადგილზე მობილიზდა პოლიცია. 

სალობიეს პარალელურად აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიკრიბა. "მონა, მეცხვარე", - სკანდირებენ ისინი და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ პრეზიდენტი დაწესებულებას არ დატოვებს.

მათ სალომე ზურაბიშვილს ჯონჯოლი და კიტრის მწნილიც მოუტანეს. მათი თქმით, სურთ, ზურაბიშვილს ლობიოსთან მისაყოლებლად შეაწოდონ. 

დემონსტრანტებს სურთ, პრეზიდენტს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ. 


ფოტო: ტაბულა

პარალელურად, რუსთაველზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გრძელდება.

ასევე, ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ცდილობენ.

კომენტარები