პარლამენტის პიკეტირება

პოლიცია ევროპული საქართველოს წევრებს და აქტივისტებს შეშას და კასრებს ართმევს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პოლიცია ევროპული საქართველოს წევრებს და აქტივისტებს შეშას ართმევს

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას და მისი თანმხლები პირების მანქანები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს.

პოლიციამ მათ შეშა და კასრები ჩამოართვა, რომელიც პარლამენტთან პიკეტირების დროს ცეცხლის დასანთებად არის საჭირო.

ბოკერია დაინტერესდა, რა უფლებით ართმევდნენ პოლიციელები მას შეშას და კასრებს.

პოლიციელების თქმით, ეს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არის აუცილებელი.

შეშა ჩამოართვეს აქტივისტების სხვა ჯგუფსაც რუსთაველის გამზირზე.

მანამდე, რამდენიმე საათის წინ შეშა და კასრები ჩამოართვეს ელენე ხოშტარიასაც, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან. 

აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ, რათა 26 ნოემბერს პარლამენტის მუშაობას ხელი შეუშალონ. მათ უკვე გაშალეს კარვები, ღამის გათენებისთვის, გასათბობად კი შეშა და კარვები სჭირდებათ. სწორედ ამ კარვებს და შეშას ართმევს მათ პოლიცია.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები