პროპორციული სისტემა

პარლამენტთან აქციის მონაწილეები გასათბობად წრეში ბურთს თამაშობენ (Video)

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები გასათბობად წრეში ბურთს თამაშობენ. 

შეგახსენებთ, რომ პოლიცია ღამის გასათევად პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს ტერიტორიაზე კასრების და შეშის შეტანის უფლებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი კი, დიდ ეკრანზე უყურებს შოთა მალაშხიას ფილმს "ანაკონდა".


ფოტო: ტაბულა

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტთან იმ მიზნით რჩებიან, რომ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შესვლის საშუალება არ მისცენ.

კომენტარები