ხზუკა ბერძენიშვილი, რომელიც 18 ივნისის აქციაზე დააკავეს და 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, გათავისუფლდა.
გათავისუფლების შემდეგ ის პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მივიდა.
"მოწყალე მოსამართლემ, ვალერიანე ფილიალიშვილმა [ფილიშვილმა] გამომიგზავნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მისი სასამართლოს სარდაფში ყოფნა ჩამეთვალა თავისუფლების აღკვეთად და შესაბამისად, ერთი დღით ადრე გამათავისუფლა პატიმრობიდან. პირდაპირ საიდანაც წამიყვანეს, იქიდან ვაგრძელებ", - თქვა ზუკა ბერძენიშვილმა.
ის ერთ-ერთია 18 ივნისს, აქციის დაშლის დროს დაკავებული 37 დემონსტრანტიდან. ბერძენიშვილს და მასთან ერთად 9 ადამიანს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა სხვადასხვა ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.