26 ნოემბრის აქციის დაშლა

პარლამენტთან აქციის დასაშლელად შსს-მ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანა

სპეცდანიშნულების რაზმი ჩიტაძის ქუჩაზე - 26.11.2019
ტაბულა

პარლამენტთან აქციის დასაშლელად შსს-მ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანა

მანამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს 30-წუთიანი ულტიმატუმი მისცა.

ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ. კანონი აქციის არც ერთ მონაწილეს არ დაურღვევია.

პოლიციამ დემონსტრანტების ტროტუარებიდან ძალით გაყვანაც სცადა. 

ათ საათზე მეტია, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებს.

პოლიცია აქტივისტებს ტერიტორიაზე შეშის და ცეცხლის დასანთებად კასრების შეტანის უფლებას არ აძლევდა - ჩხრეკდნენ აქციის მონაწილეებს და ართმევდნენ შეშას და წალამს. გასათბობად დემონსტრანტები თამაშობდნენ და ცეკვავდნენ.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მასშტაბური საპროტესტო აქციები განალხდა. 14 ნოემბრის შემდეგ, დემონსტრანტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით ითხოვენ.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის სხდომების ჩაშლა გასულ კვირაშიც სცადეს. მათ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და მეორე დილით დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. რამდენიმე საათში სპეცრაზმმა პიკეტი წყლის ჭავლით დაშალა, რა დროსაც, 37 ადამიანი დააკავეს. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

კომენტარები