პროპორციული სისტემა

სპეცრაზმი ტროტურებზე მყოფ აქციის მონაწილეებს შლის, აქტივისტები საქართველოს ჰიმნს მღერიან

ტაბულა

სპეცრაზმმა ტროტუარებზე მყოფ აქციის მონაწილეებს შლის. დემონსტრანტები რობოკოპებს ხელებაწეულები დახვდნენ. ისინი საქართველოს ჰიმნს მღერიან და სკანდირებენ "სირცხვილია".

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებს 30-წუთიანი ვადა მისცეს ტერიტორიის გასათავისუფლებლად, დემონსტრანტებმა ტროტუარებზე გადაინაცვლეს. ამით მათ აქციის დაშლის არც ერთი ფორმალური საბაბი არ დაუტოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ აქციის არც ერთ მონაწილეს კანონი არ დაურღვევია, რობოკოპებმა ტროტუარზე მყოფი მოქალაქეები მაინც ძალით დაშალეს.

კომენტარები