მიწისძვრა ალბანეთში

ალბანეთში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 150

NY Times

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაინგრა ორი შენობა. ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ.

მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი და დაშავდა 150.

ეპიცენტრი დედაქალაქიდან 34 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრა საგრძნობი იყო იტალიის და სერბეთის რამდენიმე რეგიონშიც.

მიწისძვრას მოჰყვა განმეორებითი ბიძგებიც, მათ შორის ერთ-ერთი 5.3 მაგნიტუდის.

კომენტარები