საფრანგეთი

მალიში ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 13 ფრანგი სამხედრო

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა თქვა, რომ მალიში რადიკალი ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 13 ფრანგი სამხედრო სიცოცხლე ემსხვერპლა.

მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დახმარებას დაპირდა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

საჰელის რეგიონში ალ ქაიდასთან და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ 4,500-ზე მეტი ფრანგი ჯარისკაცი იბრძვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები