სალობიე ბია

ქანთარია ზურაბიშვილზე: დანაშაული არაა სალობიეში შესვლა, თუმცა მე თავს შევიკავებდი

პარლამენტი

"დანაშაული არაა სალობიეში, თუ სახაჭაპურეში შესვლა, ეს მისი კანონიერი უფლებაა, თუმცა, მე მაგალითად, თავს შევიკავებდი", - ამბობს ნუკრი ქანთარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.

გუშინ, 25 ნოემბერს, პრეზიდენტი მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიეში, საპროტესტო კერასთან ახლოს და დემონსტრაციების პარალელურად, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვახშმობდა.

სალომე ზურაბიშვილმა სალობიე ბია სკანდირების ფონზე დატოვა, მან სირცხვილის დერეფანი გაიარა. "მონა, მონა" - ამ შეძახილებით გააცილეს ის რესტორნიდან.

სალომე ზურაბიშვილის სალობიედან გასაყვანად ათობით პოლიციელი მობილიზდა. პრეზიდენტის გასაყვანად მისულმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

კომენტარები