საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ხორცპროდუქტების იმპორტის უფლება მიიღეს

Reuters

რუსული საინფორმაციო პორტალის მოსკოვის კომსომოლეცის ინფორმაციით, საქართველომ სამ რუსულ კომპანიას საქართველოში ხორცპროდუქტების გაყიდვის ლიცენზია მიანიჭა. 

საუბარია სამ კომპანიაზე, რომლებიც საქართველოში ღორის, საქონლისა და ქათმის ხორცს გაყიდიან. რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, აპრილში ქართველმა ქართველმა სპეციალისტებმა რამდენიმე რუსულ საწარმოში ინსპექციები ჩაატარეს. 

ინსპექციის შედეგად, ბრიანსკში და ბელგოროდში მდებარე ორ საწარმოს საქართველოს ხორცპროდუქტების გაყიდვის უფლება მიეცა. როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, შეთანხმება გამარტივებულ საქმიანობას გულისხმობს.

კერძოდ კი ქართული ვეტსამსახურები დამატებით ინსპექციას არ ჩაუტარებენ რუსეთიდან იმპორტირებულ ხორცპროდუქტებს. 

კომენტარები