გირჩი

გაბუნია გირჩის "წმინდა ბიძინას ხატებზე" : ეს არის ათეისტური ფანატიზმი

ქართული ოცნება

ქართული ოცნების წევრი ზაზა გაბუნია გირჩის აქცია-პერფომანსს გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხატებისა და პატრიარქის შეურაცხყოფა არავითარ პოლიტიკურ დიაგნოზს და კომენტირებას არ ექვემდებარება. 

"არ ვიცი, რა უნდა ითქვას პოლიტიკური მიზნებისთვის ხატების შეურაცხყოფის საკითხზე. არ ვიცი, რა უნდა ითქვას პოლიტიკური მიზნებისთვის პატრიარქის შეურაცხყოფის საკითხზე. ყველა ვითარებაში, რა ხარისხის სიმწვავე, სირთულე და ტემპერატურაც უნდა იყოს, არსებობს დაწერილი და დაუწერელი წესები, რომლის დაცვაც პროცესს ხდის გასაგებს, მიუხედავად პროცესის სიმწვავისა და სირთულისა. ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს იყო სიბნელე, შემზარავი ცინიზმი, ეს არის ათეისტური ფანატიზმი და მაქედან ერთი ნაბიჯია ჩეკისტობამდე. პოლიტიკური ბრძოლაც, პოლიტიკური კონკურენციაც ასეთ დროს ფასსა და ღირებულებას კარგავს" - აღნიშნა გაბუნიამ. 

გირჩის იდეით, გუშინ აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ "წმინდა ბიძინას ხატებით" მსვლელობა გამართეს და სასახლესთან "ვხედავ მეცხვარეს" იმღერეს. 

 

კომენტარები