კრიმინალი

კაცს, რომელმაც ტაქსის მძღოლი დანის მუქარით დააყაჩაღა, 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული თ.გ. დამნაშავედ ცნო. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, ზაჰესში, თ.გ. თავს დაესხა კერძო ტაქსის მძღოლს და დანის დემონსტრირებით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ავტომობილის გადაცემა მოსთხოვა. დაზარალებულმა ავტომობილიდან გადასვლა და გაქცევა მოახერხა, ხოლო თ.გ. დაეუფლა 11 500 ლარად ღირებულ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა თ.გ. იმავე დღეს მცხეთის ტერიტორიაზე, ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს" - აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები