თინა ტერნერი

თინა ტერნერი 80 წლისაა: რამდენიმე დასამახსოვრებელი ფრაზა მუსიკოსის ინტერვიუებიდან

წლების განმავლობაში თინა ტერნერი თავისი ნიჭით, ხმის დაუვიწარი ტემბრითა და ამოუწურავი ენერგიით ადამიანების გულებს იპყრობს. ჟურნალმა "Rolling Stone" იგი პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად დაასახელა. სიმღერები: The Best, Proud Mary და ბევრი სხვა, დღემდე არ კარგავენ თავიანთ აქტუალურობასა და პოპულარობას. 

დღეს მომღერალი 80 წლის გახდა 


ფოტო: independent

 მჯერა, რომ თუ ყოველთვის წამოდგები და გზას გააგრძელებ, ცხოვრება შენთვის ყველა კარს გახსნის. ყოველთვის უნდა იპოვო მოძრაობის მოტივაცია. (O magazine, May 2005)


ფოტო: independent

 თქვენ კითხულობთ, ცხოვრებაში რამისთვის თუ მიბრძოლია. კი, ყოველ დღე ვიბრძვი საკუთარი ცხოვრებისთვის.(Vanity Fair, 1993)

ფოტო: independent

მუდამ ასაკსა და სილამაზეზე ვერ იფიქრებ. მაშინ გამოვა, რომ დასდევ იმას რისი დაბრუნებაც შეუძლებელია. (Woman & Home magazine, July 2016)


ფოტო: independent

საკუთარი თავი ძალიან მომწონს. ზოგჯერ, ვიყურები სარკეში და როდესაც კანის ბზინვარებას ვხედავ, ვფიქრობ: "ვაუ,  ძალიან ლამაზია". ცხოვრებას მარტივად, ბავშვურად ვუყურებ და მინდა, სულ ასე იყოს. (O magazine, May 2005)


ფოტო: independent

ადამიანები ფიქრობენ, რომ ძალიან მძიმე ცხოვრება მქონდა, მე კი ვიცი, რომ ეს უმშვენიერესი მოგზაურობა იყო. ასაკთან ერთად ხვდები, რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის რა მოხდა, ისაა -  ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდი. (Marie Claire South Africa, May 2018)


ფოტო: independent

ამ ცხოვრებაში საყრდენი არ მყოლია, მართლა - არავინ. ამიტომაც, საკუთარი თავისთვის მე უნდა მიმეხედა, ყოველთვის, დასაწყისიდანვე. ავდექი, გზას გავუდექი და ძლიერი გავხდი იმისთვის, რომ საკუთარი მოწოდება მეპოვა.(My Love Story, 2018 memoir)


ფოტო: independent

 

კომენტარები