დოპინგური სკანდალი რუსეთში

შესაძლოა რუსეთს ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობა აეკრძალოს

0 კომენტარი
ფოტო: twimg.com

მსოფლიოს ანტიდომპინგური სააგენტოს, WADA-ს შესაბამისობის კომიტეტმა რუსეთის სპორტული ნაკრებების დისკვალიფიკაცის რეკომენდაცია გასცა. 

საუბარია ოთხწლიან აკრძალვაზე ყველა მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე, მათ შორის, ოლიმპიადებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე. კომიტეტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტო არ შეესებამება პატიოსნების დადგენილ სტანდარტს. 

ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთის დროშა არ უნდა აღიმართოს მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე;
  • აეკრძალოს რუსეთის ნაკრებს მონაწილობა მაღალ რანგის, მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დაამტკიცებენ სისუფთავეს, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები;
  • რუსეთის სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და წარმომადგენლებს ოთხი წლით აეკრძალოს მონაწილეობა ახალგზარდულ ოლიმპიადაზე, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში. აეკრძალოს მონაწილეობა ნებისმიერ შეჯიბრში, რომელიც ორგანიზებულია ქვეყნის მიერ, რომელიც ხელს აწერს ანტიდოპინგურ კოდექსს;
  • ოთხი წლის ვადით აეკრძალოს რუსეთს ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა და განაცხადის შევსება მასპინძლობაზე.

როგორც ცნობილია, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო ლოზანაში რეკომენდაციებს 9 დეკემბერს განიხილავს. დიდი ალბათობით სასამართლო სრულად გაიზიარებს სააგენტოს რეკომენდაციებს. 

უკვე წლებია, რაც რუსეთთან მიმართებაში დოპინგური სკანდალი გრძელდება. ე.წ. რუსეთის დოპინგის სკანდალის გამო, რუსეთის ოლიმპიური ნაკრებს აეკრძალა მონაწილეობა სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები