ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დღეს, 26 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე უწყებამ 20 მილიონი დოლარი გაყიდა.

შეწონილმა კურსმა 2.9699 შეადგინა.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიზანი, უდიდესი ალბათობით, ლარის კურსის გამყარებაა.

წინა ჯერზე, უწყებამ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 27 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმზე დავარდა. იქამდე კი ეროვნულმა ბანკმა 32.8 მილიონი დოლარი გაყიდა 1 აგვისტოს.

ეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ნაწილია. გარდა სავალუტო რეზერვებიდან დოლარის გაყიდვისა, უწყებამ სექტემბერსა და ოქტომბერში ჯამში სამჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიზეზად ეროვნულ ბანკში ეროვნული ვალუტის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლას ასახელებენ.

 

კომენტარები