რუსეთი

რუსეთში ძროხების წველადობის გაზრდის მიზნით მათზე ვირტუალური რეალობის სათვალე გამოსცადეს

mosreg.ru

რუსეთში ძროხების წველადობის გაზრდის მიზნით მოსკოვის ჩრდილოეთით კრასნოგორსკის ფერმაში მათზე ვირტუალური რეალობის სათვალე გამოსცადეს.

მოსკვის რეგიონის სოფლის მეურნეობისა და საკვების სამინისტრო წერს, რომ "არაერთ კვლევაზე დაყრდნობით" მშვიდი ატმოსფერო ძროხის რძის წველადობას, რაოდენობასა და ხანდახან ხარისხსაც ზრდის.

"რუსული რძის მწარმოებლები მსოფლიო სტანდარტებს არ ჩამოუვარდებიან და მზად არიან ბაზარს ახალი და მოულოდნელი გადაწყვეტა შესთავაზოს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

IT სპეციალისტებმა, ვეტერინარებთან და პროდუქციის კონსულტანტებთან ერთად ადამიანის ვირტუალური რეალობის სათვალე ძროხის თავზე ადაპტირებული გახადეს. 

ძროხებს მათთვის სპეციალურად შექმნილი ზაფხულის მწვანე მდელოს პროგრამა ანახეს.

როგორც მოსკვის რეგიონის სოფლის მეურნეობისა და საკვების სამინისტრო ირწმუნება, პირველი გამოცდის შედეგად ძროხების საერთო ემოციური განწყობა ამაღლდა.

გამოცდის მეორე ფაზით ვირტუალური რეალობის სათვალის მატარებელი ძროხების წველადობას დააკვირდებიან. შემდეგი გამოცდის შედეგები ეტაპობრივად გამჟღავნდება.

კომენტარები