ევროპული საქართველო

კაპანაძე: ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე დებატები გაიმართება

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგი კაპანაძის, ცნობით, ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები იმართება. 

ამის შესახებ კაპანაძემ Facebook-ზე დაწერა და თქვა, რომ დებატებს თვითონაც დაესწრება. 

"არა მგონია, ქართულ ოცნებას სასიხარულოდ ჰქონდეს საქმე,"- წერს კაპანაძე. 

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, სრულად ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება 3 მთავარი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა - დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები ქართულ კონსტიტუციასთან ადაპტირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით. 

მიუხედავად, დასავლელი ექსპერტებისა და საელჩოების წარმომადგენლებისგან მკაცრი კრიტიკისა, ქართული ოცნება მოთხოვნებს არ თანხმდება და ამის ნაცვლად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს რობოკოპებისა და წყლის ჭავლების ენით ესაუბრება. 

25 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით დაარბია. აღსანიშნავია, რომ მათ ამის კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ, რადგან დემონსტრანტებმა, მოთხოვნის შესაბამისად, გზის სავალი ნაწილი გაასუფთავეს და ტროტუარებზე გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა კი ტროტუარზე მდგომი ადამიანები დაარბია.

კომენტარები