თბილისის ბიუჯეტი

თბილისის მერია საახალწლო ფოიერვერკში 100 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

25 ნოემბერს თბილისის მერიამ, საახალწლო ფოირვერკისა და სპეცეფექტების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101,150 ლარია. 

როგორც ჩანს სწორედ ამდენი იქნება, თანხა, რომელსაც ქალაქის მერია საახალწლო ფოიერვერკში დახარჯავს. კომპანიებს წინანადებას გასაკეთებლად ვადა 9 დეკემბრამდე აქვთ. როგორც საკონკურსო დოკუმენტაციაში აღნიშნული, გამარჯვებულ კომპანიას მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება უნდა გააჩნდეს. 

ამავდროულად მიმწოდებელი ვალდებულია სპეცეფექტებისა და ფოიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე. ამასთან, სპეცეფექტებისა და ფოიერვერკების იწოდების შედეგად, მესამე პირისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია სპეცეფექტებისა და ფოიერვერკების მიწოდების შემდეგ დაასუფთავოს მიმდებარე ტერიტორია ფოიერვერკების ნარჩენებისაგან.

ცნობისთვის წინა კვირებში გავრცელდა ინფორმაცია თბილისის საახალწლო ხარჯების შესახებ. ახალი საახალწლო ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ჯამურად 2,734 მილიონი ლარი (829,512 ევრო) გადაიხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ თბილსერვის ჯგუფმა სულ სამი ტენდერი გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში ტენდერი იტალიურმა კომპანიამ IDO SRL-მა (IDOLIGHT) მოიგო. 

კომენტარები