ახლო აღმოსავლეთი

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ისრაელის არმიის ოფიციალურ ტვიტერზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ღაზას სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით ორი რაკეტა იქნა გაშვებული. 

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ერთი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის პროგრამის, რკინის გუმბათის მეშვეობით განეიტრალდა. 25 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებდნენ, რომ ღაზას სექტორიდან კიდევ ერთი ისრაელისკენ კიდევ ერთი რაკეტა იქნა გამოშვებული. 

ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რაკეტა დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო ცხრა დღის განმავლობაში ეს 9 მშვიდობიანი დღის დარღვევის პირველი შემთხვევა იყო. 

მანამდე, კიდევ ერთი ინცინდენტიი მოხდა 16 ნოემბერს, როდესაც ისრაელი კვლავ სარაკეტო შეტევის ობიექტი გახდა. საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, რეგიონში ჰამასის ობიექტები დაბომბეს. 

რეგიონში ვითარება 10 დღის წინ მაშინ დაიძაბა, როდესაც ებრაელებმა ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის, ისლამური ჯიჰადის ლიდერის, ბაჰი აბუ ალ-ატას ლიკვიდაციის შესახებ განაცხადეს. ისრაელს საჰაერო თავდასხმებს ორგანიზაციის კიდევ ერთი ლიდერი ემსხვერპლა. 

შემთხვევის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ასეული რაკეტა გაუშვეს. ამ რაკეტების უმეტესობა იმავე პროგრამის, რკინის გუმბათის მეშვეობით განეიტრალდა. ისრაელის შეტევების შემდეგ ღაზას სექტორში 10-ზე მეტი პირი დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები