აბაშიძე-კარასინი

აბაშიძე: 28 ნოემბერს კარასინთან შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დავაყენებ

ზურაბ აბაშიძე და კარასინი

28 ნოემბერს პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. რუსეთის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა უკვე ყოფილ მოადგილესთან შეხვედრაზე, პირველ რიგში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. 

"ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ასე შემდეგ, არამედ აბსოლუტურად არაადამიანური საქციელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და გარწმუნებთ, ყველაფერი კეთდება ამისათვის", - უთხრა აბაშიძემ რუსთავი 2-ს.

ორ კვირაზე მეტია, რაც ოკუპანტებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

კომენტარები