ევროსაბჭო

საქართველო დღეიდან 6 თვის განმავლობაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება

0 კომენტარი
ფოტო: netgazeti.ge

საქართველო დღეიდან 6 თვის განმავლობაში ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. თავმჯდომარე ქვეყანას 6 თვეში ერთხელ მაისში და ნოემბერში ინგლისური ანბანის რიგითობის მიხედვით ირჩევენ. საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისამდე იქნება. ჩვენამდე - საფრანგეთი იყო. 

საქართველო თავმჯდომარეობას  საფრანგეთისგან მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს, რომელიც დღეს სტრასბურგში უნდა გაიმართოს. 

ეს პირველი შემთხვევაა როცა საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. 

"საქართველოსა და ვეროპის საბჭოს 20 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს ჩართულობით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები და განხორციელდა მრავალი პროექტი. საქართველოს აქტიურად მონაწილეობს ორგანიზააციის მუშაობაში და თავად ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული საქართველოს წინაშე მდგარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებზე საპასუხოდ," - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალურ მიმართვაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები