გოდფრი გაო გარდაიცვალა

ახალგაზრდა მსახიობი გოდფრი გაო გულის შეტევით გარდაიცვალა

cnn

ახალგაზრდა მოდელი და მსახიობი გოდფრი გაო, 35 წლის ასაკში, გულის შეტევით, შოუ Chase Me-ის გადაღებაზე, ჩინეთში, გარდაიცვალა. 

გოდფრის, გულის შეტევა, გადასაღებ მოედანზე, დილას დაემართა და მთელი ჯგუფი სამი საათის განმავლობაში მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა. 

"მადლობა მეგობრებს, მედიას და გოდფრის ფანებს მხარდაჭერისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ მისი ოჯახის მძიმე მდგომარეობა ახლა და არ შეაჭუხოთ. ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და დაკრძალვის ორგანიზებაში და სხვა საჭირო პროცედურებში დავეხმარებით. მადლობა" თქვეს გოფდირს პროდიუსერებმა. 

გოდფრი გაოს იცნობს ისეთი პროექტებიდან როგორიცაა The Mortal Instruments: City of Bones და The Jade Pendant.ასევე ის Louis Vuitton-ის პირველი აზიელი მოდელი იყო.


ფოტო: Pinterest

კომენტარები