ტეხასი

ტეხასში გარეულმა ტახებმა ქალი მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

აშშ-ში, ტეხასის შტატში, 59 წლის ქალს სახცხოვრებელი სახლის ეზოში გარეული ტახების ნახირი თავს დაესხა და მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის თქმით, ეს ერთ-ერთი საშინელი შემთხვევა იყო, რაც მას კარიერის მანძილზე უნახავს.

გარდაცვლილი ქალის ცხედარი მისმა თანამშრომელმა, 84 წლის ქალმა, კვირა დღეს იპოვა.

პოლიციის თქმით, სხვა ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალს რამდენიმე ცხოველი დაესხა თავს, რადგან გარდაცვლილის ცხედარს არაერთი ნაკბენი აღენიშნებოდა, რომელიც ნამდვილად გარეული ცხოველების მიერაა მიყენებული.

ბოლო წლების მონაცემებით, გარეული ტახების პოპულაცია ტეხასში მილიონ-ნახევარზე მეტია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები