გუბაზ სანიკიძე

სანიკიძე ჟურნალისტებს: კრიტიკას სააკაშვილიც არ მაკლებდა, თავგასიებულს მეძახდა ხოლმე

კვირა

გამარჯვებული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის თქმით, გაუგებარია, თუ რატომ იყო საზოგადოებისთვის მოულოდნელი სააკაშვილთან მისი შეხვედრა, რადგან ეს რამდენიმე თვით ადრე დააანონსა. 

სანიკიძე ამბობს, რომ ის და მიხეილ სააკაშვილი, "საკუთარ თავს და ეგოს გადაახტნენ" და მათი შეხვედრა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია.მისი თქმით, სააკაშვილი ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. 

"სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თვისებები დღესდღეობით საქართველოს სჭირდება და თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. მეტიც, ხელსაც შევუწყობ"- აღნიშნა სანიკიძემ "კვირის" პრესცენტრში.

კითხვაზე ამდენწლიანი კრიტიკული დამოკიდებულების მერე, ახლა რას ფიქრობს ექსპრეზიდენტზე, სანიკიძე პასუხობს, რომ სააკაშვილიც კრიტიკული იყო.

"კრიტიკას ისიც არ მაკლებდა, თავგასიებულს მეძახდა ხოლმე... მთლად ტყუილი არ იყო ახლა, თავგასიებული"- ამბობს სანიკიძე. 

23 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა. ექსპრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ძველ თანამებრძოლებსა და ოპონენტებს შეხვდა და ძალიან საინტერესო საუბრები ჰქონდა.​

 

კომენტარები