საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

იზვესტია: საქართველოსთან ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება

0 კომენტარი
ფოტო: telegraph.co.uk

რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო გამოცემა იზვესტია აბაშიძე-კარასინის შეხვედრამდე საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ეხმაურება. 

რუსეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსთან 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება. როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი ფრენების აღდგენას რუსული მხარე ახალ წლამდე განიხილავდა, თუმცა ამას ხელი თბილისში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეუშალა. 

"მიუხედავად იმისა, რომ რუსოფობიური განწყობები საპროტესტო აქციებზე დავარდნილია, ვხედავთ, რომ დემონსტრაციები 14 ნოემბრიდან გრძელდება. ეს არ გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ საქართველოზე როგორც სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანაზე."

სამთავრობო წყაროს თქმით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი არ ზრდის და პირიქით უარყოფითად მოქმედებს უსაფრთხოების დონეზე. რაც შეეხება ფრენებს, წყარო ამბობს, რომ მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება რუსეთმა ერთმხრივ რეჟიმში მიიღო და აღდგენის გადაწყვეტილებასაც ამავე ფორმატში მიიღებს. არსებული ინფორმაციით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით თბილისთან დამატებითი კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

ფრენები საქართველოსთან ვლადიმერ პუტინმა 8 ივლისს შეწყვიტა. აგვისტოში იზვესტია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ფრენები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ აღდგებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები