ჩინეთი

Lowy Institute: ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს

ჩინეთი, პეკინი.
Nikkei Asian Review

პირველად ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიური ანალიტიკური ინსტიტუტის Lowy Institute გლობალური დიპლომატიური ინდექსი ავრცელებს.

ჩინეთს მსოფლიოში 169 საელჩო და 96 საკონსულო აქვს გახსნილი, 8 ქვეყანაში აქვს მუდმივი წარმომადგენლობა და სამგან სხვა სახის წარმომადგენლობა. ჯამში 276 წარმომადგენლობით ის პირველ ადგილს იკავებს და წინ უსწრებს აშშ-ს (273), საფრანგეთსა (267) და იაპონიას (247). 

კვლევა ასახავს G20-ის, OECD-ის წევრების, აზიური ქვეყნებისა და ტერიტორიების - ჯამში 61 ქვეყნის ან ტერიტორიის "მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ კავშირებს".

ბოლო ადგილზე ყველაზე ნაკლები 9 წარმომადგენლობით არის ბუტანი.

2016 წელს ჩინეთი აშშ-სა და საფრანგეთს ჩამორჩებოდა. მას შემდეგ ჩინეთის დიპლომატიური მოკავშირეები სწრაფი ტემპით იზრდება, ეს უმეტესწილად, ტაივანის ყოფილი მოკავშირეების პოზიციის ცვლილებით აიხსნება. 

ჩინეთსა და ტაივანს აქვთ პოლიტიკა, რომ მათ ამა თუ იმ ქვეყანასთან ან სრული დიპლომატიური კავშირი აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ. ამრიგად, ამა თუ იმ ქვეყანას ორივესთან, ტაივანთანაც და ჩინეთთან სრული დიპლომატიური კავშირი ვერ ექნება. 

კვლევის მიხედვით, ტაივანი 32-ე ადგილზეა 107 დიპლომატიური წარმომადგენლობით, აქიდან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ 14 ქვეყანასთან და ვატიკანთან აქვს. 

2016 წლიდან ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა და მათ ჩინეთის სახალო რესპუბლიკასთან დაამყარეს დიპლომატიური კავშირები.

2016 წლიდან ამერიკის შეერთებულმა დიპლომატიური წარმომადგენლობა 271-დან 273-მდე გაზარდა.

პეკინს ვაშინგტონზე მეტი საკონსულოც აქვს გახსნილი. Lowy Institute-ის მკვლევრის ბონი ბლეის თქმით, საკონსულოები ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კოოპერაცის უწყობს ხელს, ხოლო საელჩოები პოლიტიკურ ურთიერთობას - "შედეგი გვაჩვენებს, რომ ჩინეთის საკონსულო ქსელი პეკინის ეკონომიკურ ამბიციებს ასახავს... რაოდენობა ერთია, თუმცა ჩინეთის საერთაშორისო რეპუტაციისთვის რეალურ წინსვლას მისი დიპლომატიური ჩართულობის ხარისხი განსაზღვრავს".

ამავდროულად, აშშ-ში 61 ქვეყნიდან 342 სალჩო და საკონსულოა გახსნილი, მაშინ როდესაც ჩინეთისთვის ეს რიცხვი 256 არის.

კომენტარები