თბილისის მერია

კალაძე: ვაპირებთ წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას

კახა კალაძის ინფორმაციით, 2020 წელს თბილისში რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება. მიმდინარე პროექტებსა და მომავალი წლის ინფრასტრუქტურულ გეგმებზე კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ვაპირებთ საბურთალოს და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, გლდანში. მთლიანად მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის სისტემები, შეიცვლება გაზის მილები. აქაც გამწვანება თავიდან განახლდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება ისეთი ლამაზი და კეთილმოწყობილი, როგორც ეს სხვა შემთხვევაში გვქონდა“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება.

კომენტარები