სტუდენტების კარავი

პოლიცია ხელს უშლიდა, თუმცა "ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის" წევრებმა კარავი დადგეს

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად სტუდენტებმა პარლამენტთან კარავი მაინც დადგეს. ორგანიზაცია "ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის" წევრებმა რუსთაველზე კარავი მიიტანეს და გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ კარავი არ დაადგმევინა, რადგან მათი თქმით, ის საფეხმავლო გზას კეტავდა.

ამის შემდეგ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა თავიანთი კარავი აიღეს და ადგილი სრუდენტებს დაუთმეს, თუმცა პოლიცია მაინც კარვის გაშლის წინააღმდეგი იყო. ადგილზე მივიდა ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარიაც და პოლიციასთან კამათის შემდეგ კარავი მაინც დადგეს. 

"ტანსაცმელს რომ იცვლი ვინმემ ეკითხებით? ეგრე ვიცვლი კარავს," - უთხრა ელენე ხოშტარიამ პოლიციელებს. 

"მოტივი იყო რომ ვბლოკავდით საფეხმავლო გზას. შემდეგ სირცხვილიამ დაგვითმო კარვის თავისი ადგილი, თუმცა მაინც იყო წინააღმდეგობა, თუმცა მაინც მოვახერხეთ დადგმა," - ამბობს "​ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის" წევრი დაჩი იმედაძე მთავარ არხთან საუბრისას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები