ქართული ანბანი

სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

0 კომენტარი
ფოტო: https://www.facebook.com/DavidZalkalian/

სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ფაქტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას უკავშირდება. 

მათივე ცნობით, ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურგში მოხდა. ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა და სტრასბურგის მერიის წარმომადგენლებმა. 

საქართველო დღეიდან 6 თვის განმავლობაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. თავმჯდომარე ქვეყანას 6 თვეში ერთხელ მაისში და ნოემბერში ინგლისური ანბანის რიგითობის მიხედვით ირჩევენ. საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისამდე იქნება. ჩვენამდე - საფრანგეთი იყო. საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს, რომელიც დღეს სტრასბურგში უნდა გაიმართოს. 

ეს პირველი შემთხვევაა როცა საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები