ლარის გაუფასურება

ლარი კვლავ გაუფასურდა და ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 27 ნოემბრის სავალუტო აუქციონის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

დოლართან გაუფასურებამ 0.42 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან 0.13 თეთრი.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9754 ლარი იქნება, ხოლო ევროსი 3.2750 ლარი.

გუშინ, 26 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 20 მილიონი ლარი გაყიდა, რასაც ლარის 0.4 თეთრით გამყარება მოჰყვა დოლართან.

ისტორიულ მინიმუმს ლარმა 2019 წლის 27 სექტემბერს მიაღწია, როცა დოლარის ღირებულება 2.9808 ლარი გახდა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა.

 

კომენტარები