ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიაში ყველაზე ძვირიანი 71 531 ლარიანი მანქანა მერს, გიორგი ჭიღვარიას ემსახურება

0 კომენტარი

ქუთაისის მერიაში ყველაზე ძვირიანი 71 531 ლარიანი მანქანა გიორგი ჭიღვარიას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია ფლანგვის დეტექტორმა მოიძია. 

2019 წლის სექტემბრის მონაცემებით ქუთაისის მერიას ავტოპარკში 18 მანქანა ყავს, რომლებიც თანამდებობის პირებსა და სხვადასხვა სამსახურებს ემსახურება.

ჭიღვარია 2015 წელს შეძენილი 2011 წლის “ტოიოტა ლენდკრუიზერით” გადაადგილდება, რომელშიც 71 531 ლარი არის გადახდილი.

ამის შემდეგ მოდის, ადმინისტრაციული სამსახურის 2018 წელს შეძენილი 2014 წლის “კია სერატო”, რომელშიც 27 155 ლარი არის გადახდილი.

ხოლო, ყველაზე ძვირიან მანქანებში მესამე ადგილს მერის მოადგილე იკავებს, რომელსაც 2018 წელს 22 405 ლარად შეძენილი, 2011 წლის “ვოლკსვაგენ ტიგუანი” ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მერიის ავტოპარკს მთლიანობაში 18 მანქანა ყავს, მათგან დღეისათვის ფუნქციური მხოლოდ ათი მანქანაა. დანარჩენი რვა მანქანა ქუთაისის მერიის ინფორმაციით დღეისთვის არ ფუნქციონირებს, არადა მათში მთლიანობაში ბიუჯეტიდან 60 550 ლარი არის გადახდილი.

ფლანგვის დეტექტორმა ასევე მოიძია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი დახარჯა საწვავში ქუთაისის მერიამ 2018 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე. ჩაშლილად, მათ 2018 წელს 205 507 ლარის საწვავი დახარჯეს, ხოლო 2019 წლიდან იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 163 731 ლარის საწვავი, რაც მთლიანობაში 369 238 ლარი გამოვიდა.

ქუთაისის მერიის ავტოპარკში მთლიანობაში 18 ავტომანქანა ირიცხება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ მათგან მხოლოდ 10 არის ფუნქციური, გამოდის რომ 10-მა მანქანამა 21 თვის განმავლობაში 369 238 ლარის საწვავი დახარჯა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები