პროპორციული სისტემა

Edison Research: 87% ემხრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას, აქედან 60% - აბსოლუტურად

ტაბულა

Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% ემხრობა არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებას. აქედან 60 პროცენტი აბსოლუტურად ემხრობა, 27 პროცენტი მეტნაკლებად. 13 პროცენტი კი ამბობს, რომ აბსოლუტურად, ან მეტნაკლებად ეწინააღმდეგება.

კომპანიას კვლევა ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა. მაუწყებლის ინფორმაციით, გამოკითხვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩატარდა. Edison Research-მა პირისპირ ინტერვიუს გზით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა 2000 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.

კომენტარები