პოლიტიკური ლიდერები

Edison Research: პოლიტიკოსებიდან პოზიტიური რეიტინგი მხოლოდ ბაქრაძეს აქვს

Edison Research-ის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი სხვა კვლვების მსგავსად დავით ბაქრაძეა. 

კითხვაზე შეაფასეთ პოლიტიკური ლიდერის საქმიანობა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • დავით ბაქრაძე — პოზიტიური - 56%; ნეგატიური - 44%;
  • კახა კალაძე — პოზიტიური - 50; ნეგატიური - 50%;
  • შალვა ნათელაშვილი — პოზიტიური - 49%, ნეგატიური - 51%;
  • ალეკო ელისაშვილი — პოზიტიური - 48%; ნეგატიური - 52;
  • გრიგოლ ვაშაძე — პოზიტიური - 46%, ნეგატიური - 54%;
  • გიორგი გახარია — პოზიტიური - 45%; ნეგატიური - 55%;
  • მიხეილ სააკაშვილი — პოზიტიური - 45%; ნეგატიური - 55%;
  • გიორგი ვაშაძე — პოზიტიური - 45%; ნეგატიური - 55%;
  • ნიკანორ მელია — პოზიტიური - 40%; ნეგატიური - 60%;
  • ირაკლი ღარიბაშვილი — პოზიტიური - 40%; ნეგატიური - 60%;
  • ბიძინა ივანიშვილი — პოზიტიური - 39%; ნეგატიური - 61%.

კომპანიას კვლევა ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა. მაუწყებლის ინფორმაციით, გამოკითხვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩატარდა. Edison Research-მა პირისპირ ინტერვიუს გზით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა 2000 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.

კომენტარები