საზოგადოებრივი აზრის კვლევა

Edison-ის კვლევა: 19%-ის აზრით წელს ცხოვრება გაცილებით უარესია, შედარებით უარესია - 24%

Shutterstock

კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ მათი ცხოვრება ბოლო 12 თვის მანძილზე თითქმის იგივეა.

კითხვაზე ერთი წლის წინანდელთან შედარებით შეაფასეთ თქვენი თქვენი მდგომარეობა ახლა პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

  • თითქმის იგივეა — 44%;
  • შედარებით უარესია — 24%;
  • გაცილებით უარესია — 19%;
  • შედარებით უკეთესია — 11%;
  • გაცილებით უკეთესია — 2%.

კომპანიას კვლევა ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა. მაუწყებლის ინფორმაციით, გამოკითხვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩატარდა. Edison Research-მა პირისპირ ინტერვიუს გზით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა 2000 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.5%-ი

კომენტარები