პარლამენტის პიკეტირება

გომელაური: 4 დღეა გარეთ ვდგევართ, პოლიციელები არიან ცოდოები

ტვ. პირველი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, პოლიციელები ქუჩაში მანამდე იდგებიან, სანამ საჭირო იქნება. მისი თქმით, არსებული სიტუაცია დისკომფორტს ადგილობრივ მოსახლეობას, სამართალდამცველებს და დემონსტრანტებსაც კი. 

"4 დღეა გარეთ რომ ვდგევართ. მთელი დღეა გარეთ ვდგევართ, დისკომფორტია რა თქმა უნდა მოქალაქეებისთვის პირველ რიგში, პოლიციელები არიან ცოდოები და ჩვენ ვართ ცოდოები. ყველა მოქალაქე რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება, ისინიც ვინც გარეთაც დგანან რა თქმა უნდა და მოუწოდებენ სამწუხაროდ ლიდერები"- ამბობს გომელაური. 

კითხვაზე, ახლა თუ ხედავს პარლამენტის მიმდებარე ქუჩების გადაკეტვის აუცილებლობას, გომელაური პასუხობს, რომ რასაც ხედავ იმას აკეთებს. 

"აბა, არ ვხედავ და ტყუილად გამოვიყვანე? მე ვარ შს მინისტრი ხო, მე გამოვიყვანე, აბა ჯანდაცვის მინისტრი ხომ არ გამოიყვანდა. ვხედავ საჭიროებას და გამოვიყვანე, უხერხულობა არ მექმნება არანაირი"- აღნიშნავს შს მინისტრი.  

09:00 საათიდან აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.

პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს შენობის ყველა შესასვლელი ჩახერგა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა იგეგმება.

ეს პარლამენტის პიკეტირების მესამე მცდელობა იქნება.

წინა ორ შემთხვევაში შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით, ძალის გადამეტებით დაშალა.

აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრილოვის ღამის შემდეგ გაცემული დაპირება შეასრულოს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს. შესაბამისი კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო.

კომენტარები