ერთად ერთის წინააღმდეგ

ბოკერია: შესასვლელებთან მისვლა არ გვჭირდება, იმის იქით დავდგებით, სადაც გადახერგავენ

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

"სადაც გადახერგავენ, იმის იქით დავდგებით" - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია სამართალდამცველების მიერ პარლამენტის შესასვლელებთან მისასვლელი გზებისა და ქუჩების რკინის კონსტრუქციებით ჩახერგვას.

ამ გზით ხელისუფლება დაანონსებული პიკეტირების თავიდან აცილებას ცდილობს, თუმცა ბოკერია განმარტავს, რომ დემონსტრანტებს მაინცდამაინც შესასვლელებთან მისვლა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს დისკომფორტი შეუქმნან. 

"ჩვენ დავდგებით იმის იქით, სადაც თვითონ აქვთ გადახერგილი. დაახლოებით, ვიცით, რა ადგილიდან ეცდებიან შემოსვლას,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, თუკი მთელი პოლიციის ძალას ჩართავენ, შეიძლება, მაინც "გმირულად" შეაღიწიოს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა მისივე განმარტებით, ასეთი წვალება, რაც ქართული ოცნების გუნდმა ბიძინა ივანიშვილით სათავეში დაიმსახურა, იქამდე გაგრძელდება, სანამ უტიფრად იქცევიან. 

გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დააანონსეს, რათა ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში სესიის ჩატარება ვერ შეძლონ, თუმცა ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები