მთავრობის სხდომა

გახარია: პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედებები სახელმწიფოს ბლოკირებას ისახავს მიზნად

მთავრობის PR

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. 

გახარიამ მთავრობის წევრებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება ეფექტურად უნდა გაგრძელდეს რადგან ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა.  

"ჩვენი კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მედიკოსზე, მასწავლებელზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე"- ამბობს პრემიერმინისტრი.

 

კომენტარები