ოჯახში ძალადობა

Supergirl-ის ვარსკვლავის თქმით ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო (VIDEO)

Variety

31 წლის მსახიობმა, მელისა ბენოისტმა, რომელიც სერიალში Supergirl მთავარ როლს ასრულებს, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარა, რომ ის თვეების განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. 

მსახიობს არ დაუსახელებია მოძალადის ვინაობა, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი მასზე უმცროსი იყო, შეეძლო ხან მიმზიდველი, კეთილი და თბილი ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ მანიპულატორ "ეშმაკად" იქცეოდა. 

ბენოისტი ახლა, თავის თანამშრომელზე, მსახიობზე ქრის ვუდზეა დაქორწინებული, მანამდე კი სერიალ Glee (რომელში თვითონაც თამაშობდა) მსახიობის, , 27 წლის ბლეიკ ჯენერის ცოლი იყო. . 

ბენოისტის თქმით, ძალადობის ხასიათი უფრო ემოიცური იყო. მოძალადე მას ემოციურად ჩაგრავდა, უკრძალავდა კაცი მეგობრების ყოლას და ეჭვიანობდა, როდესაც მის მიერ შესრულებულ პერსონაჟებს ფლირტი ფილმისა თუ სერიალის ფარგლებში უწევდათ. "ამიტომაც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი უარს როლებზე, სინჯებზე და მეგობარ მამაკაცებზე." ამბობს ბენოისტი. 

მელისას თქმით,  ამ ურთიერთობის დამთავრება მისთვის ძალიან რთული იყო. "დარწმუნებული ვიყავი რომ მის გადარჩენას შევძლებდი" ამბობს მსახიობი. საბოლოოდ კი მაშინ დაშორდა, როდესაც პარტნიორმა სახეში Iphone ესროლა. 

კომენტარები